ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება

28 ოქტ 2025

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ლიეტუვას მის საჰაერო სივრცეში ჰელიუმის კონტრაბანდისტული ბუშტების მუდმივი შეჭრის გამო. „ეს პროვოკაციაა.
ჩვენ მას თავისი სახელი დავარქვით- ჰიბრიდული საფრთხე. ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - წერს იგი იქს-ზე და აღნიშნავს, რომ საჰაერო ბუშტები კიდევ ერთი მიზეზი იყო ევროკავშირის  აღმოსავლეთ ფლანგის მეთვალყურეობისა და ევროპული დრონების დაცვის ინიციატივების დასაჩქარებლად.