სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მოქალაქეების ნაკადი არ წყდება

26 მარ 2026

სიონის საპატრიარქო ტაძარში, ილია მეორის საფლავზე მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.

ყოველდღიურად აღესრულება ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს კურთხევით, პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება.

ილია მეორის საფლავთან მოქალაქეების მიახლოება შეზღუდულია, რადგან უწმინდესის განსასვენებლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის.

ტაძარში მისვლა მოქალაქეებს ყოველდღე 22:00 საათამდე შეუძლიათ.