26 მარ 2026
რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერის განცხადებას, რომელიც ფიქრობს რომ ქართული მხარე დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით, ოფიციალურ თბილისში პასუხობენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს რომ ოკუპანტ ქვეყანასთან სასაუბრო თემაა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობა და არაღიარებულ დე ფაქტო ტერიტორიებზე ჩვენი ქვეყნის სრული იურისდიქციის გავრცელება.
გიორგი გახარიას პარტიაში კი მიაჩნიათ რომ დიალოგი მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა აცხადებენ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს სახელმწიფოებრივი ინტერესი წინა პლანზე.