აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები სტიპენდიებს მიიღებენ

26 მარ 2026

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 300 და 200-ლარიან სტიპენდიებს მიიღებენ.

სიახლის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.    

წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სტიპენდიას აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დევნილი სტუდენტები მიიღებენ.

მთავრობის დღევანდელი სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა, მთავრობის თავმჯდომარემ და მინისტრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.