ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა

26 მარ 2026

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს.

სააგენტოს წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ აღინიშნა, რომ პროგრამის ეფექტიანად განხორციელებისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს და ითვალისწინებს რამდენიმე კომპონენტს, მათ შორის ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩიპირებას, ერთიან ბაზაში რეგისტრაციას და ძუ ძაღლების სტერილიზაციას.