„სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი“- სპორტული ბანაკი 

26 მარ 2026

აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით კურორტ გოდერძიზე გაიმართა ოთხდღიანი ბანაკი თემაზე - ,,სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი”.

ბანაკის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შეხვდნენ.

ლაშა ტალახაძემ ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე რისი გადალახვაც მოუწია კარიერის განმავლობაში.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე.

ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ლიდერული და გუნდური უნარების განვითარება და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.