“ძლიერი საქართველო - ლელოს” შეხვედრა მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებთან

28 ოქტ 2025

“ძლიერი საქართველო - ლელოს” ცენტრალურ შტაბში  მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატებმა მომავალი სამოქმედო გეგმის ბოლო დეტალები შეაჯერეს. პარტიის ინფორმაციით, საკრებულოს პირველ სხდომამდე ორი დღით ადრე დეპუტატებს პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მიმართეს .  “ძლიერ საქართველო-ლელოს” წარმომადგენლობა 57 საკრებულოში აქვს .