27 მარ 2026
თურქეთში გაიმართა პარა-ტაეკვანდოს "G2 ღია სარეიტინგო ტურნირი", სადაც საქართველოს პარატეკვონდისტთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა. ჩემპიონი გახდა ანა ჯაფარიძე, რომელმაც ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი, მონღოლი ულემბაიარ სურენჯავი დაამარცხა.
ვერცხლის მედალს დაეუფლა გიორგი ნიკოლაძე, რომელმაც ნახევარფინალში ასევე მოქმედ პარალიმპიურ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ იმამედილ ხალილოვს მოუგო.
რაც შეეხება ლიკა ჩაჩიბაიას, მან ბრინჯაოს ფინალში რუს მეტოქეს, რომელთანაც სალიცენზიო ტურნირი ჰქონდა წაგებული, რევანში აუღო და ბრინჯაოს მფლობელი გახდა.