საქართველო 2:2 ისრაელი

27 მარ 2026

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის პირველ მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელს დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას 2025 წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცა. საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით მეტოქეს 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში ისრაელმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შეხვედრაც ფრედ 2:2 დასრულდა. 

მარტის სანაკრებო პაუზის დროს საქართველოს ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩს 29 მარტს გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი კაუნასში ლიეტუვის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.