27 მარ 2026
დიმი-როკითის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობას რეაბილიტაცია უტარდება.
საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამუშაოები კაშხლის ქვედა ბიეფში მიმდინარეობს, რაც მოიცავს სპეციალური დამცავი კონსტრუქციების მოწყობას და დაზიანებული მექანიზმების აღდგენას.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებები წყლის უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.
დიმი-როკითის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება.