დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 

27 მარ 2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოიტანა 665 გრამი საიუველირო ნაკეთობები.  

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული საიუველირო ნაკეთობები, ასევე ბრალდებულის მართვაში არსებული ავტომანქანა.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.