მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს შეხვდა

27 მარ 2026

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლს და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს, აქცენტი გაკეთდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული ინვესტიციების ჩართულობის შესაძლებლობებსა და სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე. 

ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ინტერესსა და ოპტიმისტურ მოლოდინზე აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები  ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროებში.  

ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის ფარგლებში საქართველოს როლის გაძლიერებას. აქცენტი გაკეთდა ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის მოდერნიზაცია, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, მარიამ ქვრივიშვილმა ამერიკულ მხარეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გეგმები და მიმდინარე პროგრესი გააცნო.