საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა

27 მარ 2026

საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა საფრანგეთის ქალაქ ლილში მოაწერა. ხელმოწერის ცერემონია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ გახსნა, სერიალების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.

ამ კონვენციით ევროსაბჭო პირველად ამკვიდრებს მრავალმხრივ სტანდარტებს სერიალის ფორმატში შექმნილი ნაწარმოებებისთვის.

კონვენცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა  2025 წლის 26 ნოემბერს მიიღო. მისი მიზანია კულტურული მრავალფეროვნების დაცვა, დამოუკიდებელი საპროდიუსერო სექტორის გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.