27 მარ 2026
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ფართომასშტაიანი დარტყმების ტალღა განახორციელეს თეირანში. უწყების ცნობით, მათი სამიზნე სამთავრობო ინფრასტრუქტურა იყო. ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა და საჰაერო თავდაცვის სისტემები „მტრულ სამიზნეებს უპირისპირდებოდა“.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ისრაელსა და ლიბანშიც. ბეირუთში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 28 თებერვლიდან დღემდე ისრაელსა და ლიბანში მოქმედ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირებების შედეგად 3200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.