აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეჩერების ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გაახანგრძლივა

27 მარ 2026

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შეჩერების ვადა კიდევ 10 დღით, 6 აპრილამდე გაახანგრძლივა. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვრცელდება მცდარი განცხადებები მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ.

ცნობისთვის, ტრამპმა პირველად გასულ შაბათს განაცხადა, რომ ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყამდა, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს ხელახლა არ გახსნიდა. ორშაბათს მან დარტყმები ხუთი დღით გადადო.