27 მარ 2026
რუსეთის პრეზიდენტმა დახურულ შეხვედრაზე მსხვილ ბიზნესმენებს შესთავაზა, ბიუჯეტში უკრაინასთან ომის დასაფინანსებლად ნებაყოფლობითი შენატანები გააკეთონ. ინფორმაცია წყაროზე დაყრდნობით, რუსულმა ეკონომიკურმა გამოცემა „ზე ბელმა“ გაავრცელა.
გამოცემასთან ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის მეწარმეთა კავშირის ყრილობის კულუარებში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ აპირებს ომის გაგრძელებას და რუსეთის არმია დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე უნდა მივიდეს.