27 მარ 2026
ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტი სისხლის სამართლის ბრალდებებით აშშ-ის სასამართლოს წინაშე წარდგება. ბრალდებებს შორის არის ნარკოტერორიზმის მუხლიც. მედიის ცნობით, ნიკოლას მადუროს სასამართლოს წინ საქმესთან დაკავშირებული მრავალი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, მათ შორის, თუ რა მტკიცებულებებს წარადგენენ პროკურორები „ნარკოტერორიზმის“ და ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ ბრალდებების დასასაბუთებლად.
როგორც „სიენენი“ წერს, ნიკოლას მადუროს საქმის მოსამართლემ განაცხადა, რომ, იურიდიული ხარჯების შესახებ მიმდინარე დავის მიუხედავად, ის პროცესს არ შეწყვეტს.