დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა 30 ოქტომბერს გაიმართება

29 ოქტ 2025

პეკინმა დაადასტურა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.  

ტრამპი ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის სამიტზე. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს, მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის სავაჭრო დაძაბულობა კვლავ გრძელდება.

ტარიფებთან, ტექნოლოგიებთან და ბაზარზე წვდომასთან დაკავშირებული დავები კვლავ გადაუჭრელი რჩება.