27 მარ 2026
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ტიანძინში უშუს მე-10 ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პაატა კალანდაძესთან ერთად საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების ასპარეზობას დაესწრნენ, ნაკრების წევრებს შეხვდნენ და წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
შეხვედრა ასევე გაიმართა უშუს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ მდივან იუფინგ ჭანგთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში უშუს პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრეს. უშუს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი უმაღლესი რანგის ოფიციალური ტურნირია, რომელიც 2006 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
მასში მონაწილეობენ 18 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტსმენები მთელი მსოფლიოდან. 2026 წლის ჩემპიონატი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის წარმოადგენს საკვალიფიკაციო ეტაპს დაკარის 2026 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის.
მსოფლიოს პირველობას ტიანძინი 23-31 მარტს მასპინძლობს, ჩემპიონატზე საქართველო სამი სპორტსმენით არის წარმოდგენილი, ნიკოლოზ ნუცუბიძე და გვანცა ქარჩავა ტაოლუში გამოვლენ, ოთიკო ხურცილავა კი სანდაში იასპარეზებს.