27 მარ 2026
ანგისის სასროლეთზე დღეს დაიწყო საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. შეჯიბრება უფროს ასაკში მამაკაცთა და ქალთა შორის ტარდება. პირველობისთვის 50-მდე სპორტსმენი იბრძვის.
ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდება ოთხ-ოთხი საუკეთესო მშვილდოსანი მამაკაცი და ქალი, რომლებიც ერთთვიან საწვრთნელ შეკრებას ბათუმში გაივლიან.
შეკრების დასრულების შემდეგ ნაკრების მწვრთნელები გამოავლენენ სამ-სამ საუკეთესო სპორტსმენს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს დააკომპლექტებენ და მაისში ანტალიაში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. შეჯიბრება ასევე ტარდება კომპაუნტში 50 მეტრიან დისტანციაზე, რომელიც უკვე დაშვებულია ოლიმპიური თამაშებზე.
საქართველოს ნაკრების წევრები წელს კომპაუნტში პირველად იასპარეზებენ.