27 მარ 2026
აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა შეხვედრა გამართეს აჭარის შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან, რომლებმაც 2026 წელს უკვე მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რკენა-2-ის გამარჯვებულები, შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებელი მებრძოლები გოჩა შაინიძე, დავით ლორთქიფანიძე და ამირან მამულაძე, ასევე „მაქს ფაით ლიგა 14-ის“ გამარჯვებული რუსლან ბოლქვაძე და ევროპის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი ლუკა ბერიძე.
სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელები გაეცნენ ფედერაციაში არსებულ მდგომარეობას და მებრძოლთა პერსპექტივებს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
აქვე გეტყვით, რომ ბათუმი სულ მალე შერეულ ორთაბრძოლებში არაერთ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს.