27 მარ 2026
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში ზოგიერთი აქტივისტების მიერ დაწყებულ კამპანიას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.
ქვეყნის მთავარი კანონმდებელი აცხადებს, რომ წლებია უცხოეთიდან ფინანსდება ეკლესიის, პატრიარქის და კონკრეტული ადამიანების მიმართ დისკრედიტაციის მცდელობა.
პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ დაუშვებელია ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევა და ამ ფორმით გარკვეული პირები შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქსა და მის გადაწყვეტილებას.