27 მარ 2026
„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - გალა კონცერტი სომხეთის დედაქალაქში არამ ხაჩატურიანის სახელობის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“.
გალა კონცერტი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის საგალობლით გაიხსნა, რომელიც მის ხსოვნას მიეძღვნა.
მუსიკალური პროგრამის ფარგლებში ქართველმა ხელოვანებმა შეასრულეს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები, ასევე, ქართული ხალხური მრავალხმიანი სიმღერები. აჟღერდა ცნობილი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის „ვალსი“ და სომხური სიმღერა „ერევნი“.
მუსიკალური პროგრამის დაწყებამდე აჭარის კულტურის მინისტრმა, ელისო ბოლქვაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.