27 მარ 2026
გამოჩენილ ქართველ მკვლევარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აკადემიური პრემიის ლაურეატს, ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს პროფესორ მამია ფაღავას 70 წელი შეუსრულდა.
უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე კოლეგებმა მის ღვაწლზე ისაუბრეს.
მამია ფაღავა ორასზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორია და მისი ხელმძღვანელობით, ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრი არაერთ წარმატებულ კვლევას ითვლის.
1995 წლიდან დღემდე განხორციელდა ორმოცზე მეტი ექსპედიცია; მასშტაბური საველე სამუშაოები ჩატარდა როგორც ჭოროხის აუზსა და ლაზეთში, ასევე თურქეთის შიდა პროვინციებში; გამოიცა მონოგრაფიები.
მამია ფაღავა არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია.