27 მარ 2026
ხაშურში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა. განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, სასადილო, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.
შენობა სრულად ადაპტირდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს. სკოლა განათლების მინისტრმა გახსნა.