ამორტიზებული სკოლის საკითხი

27 მარ 2026

რევაზ სოხაძე სოფელ გლდანში ამორტიზებულ საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები.

უწყების ინფორმაციით, ძველი სკოლის ნაცვლად ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება დამოკიდებულია მიმდინარე პროცედურების დროულ დასრულებაზე, მათ შორის პროექტირების ეტაპზეც, თუმცა უწყებები აქტიურად მუშაობენ პროცესის დაჩქარებაზე.