საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის

27 მარ 2026

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. 2026 წლის ივნისიდან, თბილისს პირდაპირი ავიარეისებით კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი - კოპენჰაგენი დაუკავშირდება.

ახალ საჰაერო ხაზზე ფრენებს სკანდინავიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, Norwegian-ის შვილობილი კომპანია შეასრულებს.

როგორც სასტუმროების სექტორში აცხადებენ, კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულების დამატება გაზრდის საქართველოს დაკავშირებადობას სკანდინავიის ქვეყნებთან და ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპიდან ტურისტული ნაკადების ზრდას ქვეყანაში.

რეგულარული ფრენები დანიის სამეფოდან მთელი წლის განმავლობაში შესრულდება, რაც, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ ევროპის მეტ დაკავშირებადობას ჩვენს ქვეყანასთან, საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ ერთი, დამატებითი შესაძლებლობა იქნება, კოპენჰაგენის გავლით იმგზავრონ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებისკენ.