ბათუმში ''ერთიანი ნეიტრალური საქართველოს'' ოფისი ოფიციალურად გაიხსნება

27 მარ 2026

ხვალ ბათუმში ''ერთიანი ნეიტრალური საქართველოს'' ოფისი ოფიციალურად გაიხსნება და პარტიას წარმომადგენლობა აჭარაშიც ეყოლება.

ოფისის მისამართია მერაბ კოსტავას 30-ი, თუმცა ხვალ პრეზენტაციას პარტიის ლიდერები სასტუმრო „შერატონში“ გამართავენ და მხარდამჭერებს პარტიის ხედვასა და მიზნებს გააცნობენ.

პარტია ''ერთიან ნეიტრალურ საქართველოს'' აჭარის რეგიონში ემზარ პაქსაძე უხელმძღვანელებს.

რეგიონული ოფისი უკვე გაიხსნა გორში. 29 მარტს კი ქუთაისში გაიხსნება.