„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - გალა კონცერტი სომხეთის დედაქალაქში

27 მარ 2026

„მუსიკალური ბათუმი ერევანში“ - გალა კონცერტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიტანა ქართული კულტურა ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის ბათუმის მონაწილეობით სომხეთის დედაქალაქში გალა კონცერტი გაიმართა, სადაც კლასიკური მუსიკა და ქართული მრავალხმიანობა ერთად გაერთიანდა.

კონცერტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის საგალობლით გაიხსნა, რომელიც პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა.

კულტურული დღესასწაული, რომელიც ერევანში ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიურმა ორკესტრმა და ანსამბლმა ბათუმმა მოაწყო, აჭარული სიმღერით დაიხურა.

კონცერტს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.