28 მარ 2026
ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის ბრალდებული პაატა მანჯგალაძის განცხადება მეორე დღეა, პოლიტიკური გამოხმაურებების თემაა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის მიზანი რევოლუციური გზით პოლიტიკური რეალობის შეცვლა იყო, სცენარი კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაიწერა. ცნობისთვის პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი დამხობა, რასაც ოპოზიცია თვეებით ადრე აანონსებდა, მას მარკეტინგული ხრიკი ეგონა.