28 მარ 2026
მშვილდოსნობაში საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. შეჯიბრება უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის გაიმართა და მასში 50 სპორტსმენი მონაწილეობდა. ორდღიან ტურნირში საპრიზო ადგილზე გასული მშვილდოსნები დამატებით ერთთვიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან ბათუმში. შეკრების დასრულების შემდეგ კი ნაკრების მწვრთნელები გამოავლენენ ექვს საუკეთესო სპორტსმენს, რომლებიც საქართველოს ნაკრებს დააკომპლექტებენ და მაისში ანტალიაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. საქართველოს თასის პირველობა მშვილდოსნობაში ყოველწლიურად ტარდება, დარჩენილი ეტაპები წლის ბოლომდე გაიმართება.