პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ”  ბათუმში ოფისი გახსნა

28 მარ 2026

ბათუმში, პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ”  რეგიონული ოფისი გახსნა. პრეზენტაცია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობას. პარტიის წევრებმა ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ხედვები გააცნეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები წარადგინეს.