თავდასხმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე

28 მარ 2026

ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზიანდა აეროპორტის სარადარო სისტემა. სამოქალაქო ავიაციის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდაცვის უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქუვეითზე ოთხი ბალისტიკური რაკეტით, ერთი ფრთოსანი რაკეტითა და შვიდი დრონით განხორციელებული თავდასხმა ქუვეითის ძალებმა მოიგერიეს.