ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,დარტყმების შედეგად "ჰეზბოლას" ორი მაღალჩინოსანი მოკლეს

28 მარ 2026

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიბანის მასშტაბით „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებენ. მათივე ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით სამიზნეზე მიიტანეს იერიში. „ცაჰალი“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბეირუთში განხორციელებული მიზანმიმართული დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ორი მაღალი თანამდებობის პირი დაიღუპა. ღამის განმავლობაში, ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანის სხვადასხვა რაიონში იერიში მიიტანეს იარაღის საწყობებზე, გამშვებ პუნქტებსა და სამხედრო ობიექტებზე.