28 მარ 2026
აჭარის კულტურის მინისტრის ვიზიტი სომხეთში გრძელდება. ელისო ბოლქვაძეს კოლეგამ ჟანა ანდრიასიანმა უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე, რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებასა და გაცვლითი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში, ელისო ბოლქვაძემ შეხვედრები გამართა ლორის ოლქის გუბერნატორის მოადგილესთან და ქალაქ ბათუმთან დამეგობრებულ ქალაქ ვანაძორის მერთან. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ აჭარისა და ლორის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, განიხილება სხვადასხვა ფორმატის გაცვლითი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ფესტივალების, სახელოვნებო ბანაკების, გამოფენებისაა და კონცერტების.