28 მარ 2026
საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს. საბერძნეთის სანაპირო დაცვის ცნობით, მიგრანტებით სავსე ნავი ლიბიიდან გამოვიდა და ზღვაში 6 დღე გაატარა. სანაპირო დაცვის სააგენტოში აცხადებენ რომ კუნძულ კრეტასთან 26 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. გადარჩენილთა შორის არიან ბანგლადეშის, სამხრეთ სუდანისა და ჩადის მოქალაქეები, რომლებმაც განაცხადეს რომ დაღუპულთა ცხედრები მგზავრობის დროს ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს. საბერძნეთის პოლიციის ცნობით დაკავებულია 2 პირი.