შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა აქციას „დედამიწის საათი“

29 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ყოველწლიურ გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იმართება, მილიონობით ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს.

ღონისძიების მთავარ მიზანს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვის სასარგებლოდ პასუხისმგებლობის გაზრდა წარმოადგენს.

საქართველო კამპანიას წელს უკვე მეთვრამეტედ შეუერთდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.