29 მარ 2026
სიონის ტაძარში ყოველდღიურად მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. მრევლი უწმინდესის საფლავზე მიდის და მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს. სასულიერო პირები კი ყოველდღიურად ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს იხდიან. ასე გაგრძელდება უწმინდესის გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში. დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვა მეუფე შიომ აღავლინა, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდა. ტაძარი მრევლისთვის ყოველდღე, დილის 08:00 საათიდან, 22:00 საათამდეა ღია.