29 მარ 2026
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უწყება „დედამიწის საათი“-ს- მასშტაბურ აქციას უერთდება. ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც ზრუნავენ გარემოსდაცვით საკითხებზე, რათა დაიცვან და უზრუნველყონ პლანეტის კეთილდღეობა. “დედამიწის საათს” საფუძველი ჩაუყარა “ბუნების მსოფლიო ფონდმა” როდესაც განახორციელა შუქის ჩაქრობის სიმბოლური ღონისძიება ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში. 2007 წელს – 2 მილიონზე მეტმა მოქალაქემ 1 საათით ჩააქრო შუქი, რაც მიზნად ისახავდა მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას კლიმატის ცვლილებისა და მისით გამოწვეული საშიშროებების შესახებ. გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - ,,დედამიწის საათი“აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა.