29 მარ 2026
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი მუსიკალურ ცენტრში ვახტანგ კახიძის ნაწარმოების - „მოწყალეო უფალო იესო“ - პრემიერით გაიხსნა. საღამოზე ვახტანგ კახიძის „რეკვიემი" შესრულდა. კონცერტს თავად ავტორი დირიჟორობდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი და მამაკაცთა ვოკალური სექსტეტი.