თავდასხმა ლიბანზე - არის მსხვერპლი

29 მარ 2026

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე დიდი მსხვერპლი ტირის რეგიონზე მიტანილ იერიშს მოჰყვა.  ამასთან,  სიენენის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების დროს  3 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან ერთ ერთი იყო ლიბანელი რეპორტიორი, რომელიც „ჰეზბოლას“ საკუთრებაში არსებულ ტელეარხ „ალ მანარში“ მუშაობდა.