29 მარ 2026
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების ოპერაციის დაწყების დღიდან 11 ათასზე მეტი სამიზნე და 150-ზე მეტი ირანული გემი დაზიანდა ან განადგურდა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკული ძალები ბომბავენ ობიექტებს, იმისთვის რომ ირანული რეჟიმის უსაფრთხოების აპარატი ჩამოშალონ. პრიორიტეტს კი ანიჭებენ ლოკაციებს, რომლებიც უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ.