ვითარება უკრაინაში

29 მარ 2026

უკრაინაში ნიკოლაევის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 7 ბავშვია. საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. გარდა ამისა, ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება.