კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებს შეხვდნენ

29 მარ 2026

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლები, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ დეტალურად ისაუბრეს ლიცეუმში ჩარიცხვის პირობებზე, სასწავლო პროცესზე, დისციპლინურ გარემოსა და სამოტივაციო პროგრამებზე, რომლებიც კადეტებს პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. ლიცეუმისადმი მოსწავლეთა მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქუთაისის პარალელურად, უახლოეს მომავალში კადეტთა სკოლა  კრწანისშიც გაიხსნება.   კადეტთა სამხედრო ლიცეუმის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი პანსიონის ტიპის სასწავლებელია და შესაბამისად, კადეტის სადღეღამისო დასწრება სავალდებულოა. ლიცეუმში სწავლებას და საცხოვრებელ პირობებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.