„მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა კახა ძაგანიამ ბრიფინგი გამართა

29 მარ 2026

ევროსაბჭოს ლიდერების ახალი მცდელობა - ეს იყო თემა, რომელზეც „მემარცხენე ალიანსის” ლიდერმა კახა ძაგანიამ ბრიფინგი გამართა, როგორც მან განაცხადა, საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და თანაგრძნობა დაფიქსირდა, თუმცა მისი თქმით ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა. პარტიაში ასევე აკრიტიკებენ საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჟარგონულად მოხსენიებას და აცხადებენ, რომ 1-ელ აპრილს ევროსაბჭოს კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვა შესაბამის კომპეტენციას არ შეესაბამება.