29 მარ 2026
დღეს საქართველოს ნაკრები წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.