29 მარ 2026
პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე რამდენიმეკვირიანი სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი და საზღვაო ქვეითი ახლო აღმოსავლეთში ჩადის, რაც შესაძლოა, ომის ახალ სახიფათო ფაზად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესკალაციას გადაწყვეტს. თუმცა, წყაროების ინფორმაციით, ნებისმიერი პოტენციური სახმელეთო ოპერაცია სრულმასშტაბიან შეჭრის მასშტაბის არ იქნება.აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ჯარისკაცების რეიდებს, მათ შორის წერტილოვან დარტყმებს მოიცავდეს.