29 მარ 2026
საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართული დარბაზის", "ქობულეთის გრიგოლ ხანძთელის ეკლესიის" და "ივერი პარკის" ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქობულეთში, 304 სხვადასხვა სახეობის მცენარის ნერგი დარგეს, რომელიც როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის ილია ll-ის ლოცვა კურთხევით დაირგო. გამწვანების პროცესში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.