პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ რეგიონული ოფისი ქუთაისში გაიხსნა

29 მარ 2026

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მორიგი რეგიონული ოფისი ამჯერად ქუთაისში გაიხსნა. როგორც პარტიაში ამბობენ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ადგილობრივებთან მჭიდრო კომუნიკაციის დასამყარებლად. პარტიის ინფორმაციით, ქუთაისი, როგორც ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი, გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს სტაბილურობაში, ამიტომ რეგიონის ეკონომიკური გაძლიერება და მოსახლეობის ინტერესების დაცვა პარტიის პროგრამის განუყოფელი ნაწილია.