2:0 - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან მატჩი გიორგი მიქაუტაძის დუბლით მოიგო

29 მარ 2026

2:0 - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვასთან მატჩი  გიორგი მიქაუტაძის დუბლით მოიგო.

ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიაში მე-100 მოგებაა.

პირველი გოლი მიქაუტაძემ 70-ე წუთზე, თავისივე მოპოვებული, ზუსტად შესრულებული პენალტით, ხოლო მეორე გოლი, 84-ე წუთზე ნიკა გაგნიძის გადაცემული პასით გაიტანა.

შესრულებული დუბლით, მიქაუტაძემ 23 გოლით, ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების დავაში, ხვიჩა კვარაცხელიას ერთი გოლით გადაასწრო და შოთა არველაძეს, მხოლოდ, 3 გოლით ჩამორჩება.